ონლაინ სემინარი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზებული იქნა ონლაინ სემინარი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც მშობელთა მხარდამჭერი ცენტრის წარმომადგენელი ვეკო წულაძე უძღვებოდა. მომხსენებელი ცენტრის წევრებს ესაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების და გამოცდილების შესახებ, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.
შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content