ონლაინ ტრენინგი თემაზე – ,,მოხალისეობის მართვის საკითხები საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებში“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელბისთვის 4, 5, 11, 12, 13 და 15 აგვისტოს ონლაინ ტრენინგი თემაზე – ,,მოხალისეობის მართვის საკითხები საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებში“ ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ხელშეწყობა მოხალისეების შერჩევის, მათი ორგანიზაციის საქმიანობებში ჩართვის, მუშაობის შეფასების, მენტორობის და მონიტორინგის უნარების განვითარებაში.

ტრენიგს გაუძღვა საერთაშორისო ტრენერი პავლე თვალიაშვილი. მასში 40 ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგის თემებია: მოხალისეობა საერთაშორისო, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე; სპონტანური და სტრუქტურირებული მოხალისეობა; ორგანიზაციის მიერ მოხალისეების რეკრუტირება; მოხალისეების შერჩევა; სამუშაოს აღწერა; მოხალისის ჩართვა ორგანიზაციის საქმიანობებში (საოფისე და სათემო აქტივობებში) მენტორობა და მონიტორინგი; მოხალისის მუშაობის შეფასება; მოხალისის დაჯილდოვება; მოხალისეობის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან; მოხალისეობა და საკვანძო კომპეტენციები; მოხალისეობის რეგულაცია საქართველოში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

 

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content