ონლაინ შეხვედრა–თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით
თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების
განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა
გაიმართა

შეხვედრას, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის
ახალციხის და ბორჯომის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე
საბჭოების ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა
კილაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა
სოფრომაძემ პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“
ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაცია წარუდგინა.

გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების
მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის
ხელშეწყობა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით
ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content