ონლაინ შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ონლაინ შეხვედრას 7 რეგიონული კოლეჯის „იბერია“ (იმერეთი), „ჰორიზონტი“ (გურია), „ერქვანი“ (რაჭა–ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი), „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“ (შიდა ქართლი), „განთიადი“ (შიდა ქართლი), „პრესტიჟი“ (კახეთი) და „აისი“ (კახეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სასწავლებლების ინფორმირებას პროექტის ამოცანების, მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. გაიმართა დისკუსია რეგიონებში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, პროფესიული სასწავლებლების საქმიანობაზე და დასაქმების შესაძლებლობებზე.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content