ონლაინ შეხვედრა რეგიონულ ჰაბებთან

6 აგვისტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რეგიონულ ჰაბებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული საბჭოების შექმნისა და განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობების წარდგენა და განხილვა.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ათი რეგიონული ჰაბის, პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის მენეჯერმა დავით აფრასიძემ გახსნა.

დამოუკიდებელმა მკვლევარმა ნატო ანთიამ, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული საბჭოების განვითარებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა შეხვედრის დამსწრეებს მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების გეგმა გააცნო. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, ლიკა კილაძემ, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული საბჭოების შექმნისა და განვითარების მიზნით დაგეგმილი აქტივობები წარადგინა.

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content