ონლაინ შეხვედრა – საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ონლაინ ფორმატში აგრძელებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების“ განხილვის მიზნით.

29 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით შედგა შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრი სამოქალაქო ორგანიზაციების, აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის (კომიტეტები, მონაწილეთა რაოდენობა, რეგიონალური დაფარვა და სხვა) განსაზღვრას, საბჭოს დებულების პუნქტების განხილვას (კონკრეტული მიზანი, წევრთა მიღების პროცედურა, შეხვედრების სიხშირე და ა.შ) და დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობას;

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელითან (CCC) პარტნიორობით.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content