ონლაინ შეხვედრა – საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ონლაინ ფორმატში აგრძელებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების“ განხილვის მიზნით.

1 ოქტომბერს გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონების მასშტაბით შედგა შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრი სამოქალაქო ორგანიზაციების, აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის (კომიტეტები, მონაწილეთა რაოდენობა, რეგიონალური დაფარვა და სხვა) განსაზღვრას, საბჭოს დებულების პუნქტების განხილვას (კონკრეტული მიზანი, წევრთა მიღების პროცედურა, შეხვედრების სიხშირე და ა.შ) და დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობას;

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელითან (CCC) პარტნიორობით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content