ონლაინ შეხვედრა – საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ონლაინ ფორმატში აგრძელებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების“ განხილვის მიზნით.

2 ოქტომბერს აჭარის რეგიონის მასშტაბით შედგა შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრი სამოქალაქო ორგანიზაციების, აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის (კომიტეტები, მონაწილეთა რაოდენობა, რეგიონალური დაფარვა და სხვა) განსაზღვრას, საბჭოს დებულების პუნქტების განხილვას (კონკრეტული მიზანი, წევრთა მიღების პროცედურა, შეხვედრების სიხშირე და ა.შ) და დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობას;

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელითან (CCC) პარტნიორობით.

კარლი კობახიძე ამჟამად თიბისი ბანკში, მინი-ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე მუშაობს. “ჩემი დიდი სურვილია  ოჯახები მშობლიურ კუთხეებს დაუბრუნდნენ, ყველა სახლში ენთოს სინათლე და ბავშვების ჟრიამული
2022 წლის 17 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და გურიის რეგიონული ჰაბის – ინოვაციებისა
10 ნოემბერს,  ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ქუთაისში, დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის
Skip to content