ონლაინ შეხვედრა – სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელთან მადონა ბასილაძესთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელთან მადონა ბასილაძესთან ონლაინ შეხვედრა მოეწყო თემაზე: ადრეული ქორწინება.

შეხვედრაზე სპიკერმა განიხილა ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზები, არსებული პრაქტიკა და მისი გადაჭრის გზები. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content