ონლაინ შეხვედრა- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების განხილვა“

 23 სექტემბერს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების“ განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრი სამოქალაქო ორგანიზაციების, აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის (კომიტეტები, მო ნაწილეთა რაოდენობა, რეგიონალური დაფარვა და სხვა) განსაზღვრას, საბჭოს დებულების პუნქტების განხილვას (კონკრეტული მიზანი, წევრთა მიღების პროცედურა, შეხვედრების სიხშირე და ა.შ) და დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობას;

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელითან (CCC) პარტნიორობით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content