ონლაინ შეხვედრა – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით
თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების
განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა
გაიმართა

შეხვედრას, რომელსაც კახეთის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის თელავისა
და გურჯაანის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განათლების
განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი
უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა
სოფრომაძემ პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“
ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაცია წარუდგინა.

გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების
მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის
ხელშეწყობა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით
ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content