ონლაინ შეხვედრა – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც მცხეთის და გორის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაცია წარუდგინა.

გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content