ონლაინ შეხვედრა – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით
თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების
განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა
გაიმართა

შეხვედრას, რომელსაც სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ზუგდიდის, ფოთის,
ხობის, სენაკის, წალენჯიხის, მესტიის ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე,
ლიკა კილაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა
სოფრომაძემ პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“
ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაცია წარუდგინა.

გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების
მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის
ხელშეწყობა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით
ახორციელებს.

 

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content