ონლაინ ჩართვა – სოციალური საწარმოს “მეგობარი” დამფუძნებელი ედუარდ ფარცვანია

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივით, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საინტერესო ადამიანები განაგრძობენ მოზარდებთან შეხვედრას პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციებში.

22 ივლისს მომავლის თაობა / Momavlis Taoba • EDEC FACEBOOK გვერდზე დისტანციურ ჩართვას საინტერესო თემებით სოციალური საწარმოს “მეგობარი” დამფუძნებელი ედუარდ ფარცვანია უძღვებოდა.

ონლაინ ჩართვა სპიკერისა და მსმენელის კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე სპეკერმა უპასუხა მოზარდების კითხვებს: რას ნიშნავს მეწარმეობა, მეწარმეობის წარმატებული მაგალითები, სამეწარმეო საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეები და ა. შ. სპიკერმა დამწყებ მეწარმეებს კვალიფიციური რჩევები მისცა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content