პროგრამა „საქართველოს მოხალისე” სტარტს იღებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოხალისეობის განვითარების პროგრამა – „საქართველოს მოხალისე“ დაიწყო.

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგ-სემინარი გაიარეს და „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი მიიღეს.

საქართველოს მოხალისეები” თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და თემებში, მოხალისეობრივ საწყისებზე გამართავენ საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით და საქველმოქმედო ღონისძიებებს, რითიც ხელს შეუწყობენ მოხალისეობრივი კულტურის განვითარებასა და  რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობას.

პროგრამას კოორდინირებას იმერეთის რეგიონში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაუწევს.

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content