პროგრამის „მომავლის თაობა” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 7 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა” ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებაზე წარმატებული სასკოლო სამოქალაქო კლუბების სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებელი დაჯილდოვდა.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში შეკრებილებს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიმართა.

2018 წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა შეაჯამა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის შესახებ კი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში სოფიო მურუსიძემ ისაუბრა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონის ათი სკოლა საუკეთესოდ შესრულებული საკლუბო სამუშაოსთვის დაჯილდოვდა და მათ საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ. სკოლების მიერ მომზადებული პროექტები სამოქალაქო განათლებას, ქალთა საკითხებს, ბავშვთა უფლებებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თვითმმართველობასთან თანამშრომლობას უკავშირდებოდა.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა კონკურსის „წერილი მსოფლიო ლიდერს“ გამარჯვებული. გრიგოლ რობაქიძის რომანების კრებული და საკანცელარიო ნაკრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს ბექა კუპატაძეს გადაეცა, რომელმაც წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისწერა. ბექა კუპატაძე აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში.

წარმატებული პედაგოგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზვიად ნიქაბაძე გახდა, რომელსაც საჩუქრად პლანშეტი გადაეცა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content