2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობა. შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული საბჭოს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტის გუნდს, ასევე შეხვდნენ ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებმაც პროექტს მხარდაჭერა აღუთქვეს.
პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.
პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.