ონის მუნიციპალიტეტში პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობა. შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული საბჭოს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტის გუნდს, ასევე შეხვდნენ ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი  სერგო ხიდეშელი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებმაც პროექტს მხარდაჭერა აღუთქვეს.

პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“  მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.

პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.

დასრულდა ექვსდღიანი ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა და კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 17 მასწავლებელი
6 ივნისს, ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის  ორგანიზებით,  რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა. ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია,  სამოქალაქო
28-31 მაისს, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) პარტნიორი კოლეჯების „კონსტრუქტ2“, „ახალი ტალღა“, „ბლექსი“ და „ბათუმის სახელმწიფო
Skip to content