2024 წლის 6 მარტს, ცუცხვათის სკოლის სააქტო დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანია ცუცხვათის თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. შეხვედრას ცუცხვათის თემის მაცხოვრებელები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.
პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.