პროექტის – „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“ ფარგლებში, ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა

პროექტის – „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“ ფარგლებში ბენეფიციარებთან შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში (EDEC) გაიმართა.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით.

პროექტის – „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“ ფარგლებში, ციფრული მარკეტინგი და ვებ ტექნოლოგიები შეისწავლა 14–მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა. პროექტის 8 ბენეფიციარმა მიღებული ცოდნა საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად და ანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად გამოიყენა.

მონაწილეებმა უკვე შექმნეს საკუთარი ონლაინ პლატფორმები, რომლის მეშვეობით, მოახდენენ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების გამართვას, ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვას და დამკვეთისთვის ვებ და სოციალური ქსელების გვერდების დამზადებას.

პროექტის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ითანამშრომლა TBC ბანკთან და ონლაინ პლატფორმა vendoo.ge-სთან, რომლის საშუალებითაც პროექტის მონაწილეები საკუთარი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას მოახდენენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესი შეაჯამეს და შედეგები მიმოიხილეს. შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და პროექტის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები პროექტის ერთ–ერთ ბენეფიციარს, თამარ ქარქაშაძეს შინ ესტუმრნენ და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content