პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3) შემაჯამებელი ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა

2021 წლის 27 მაისს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3) შემაჯამებელი ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიება გახსნეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“  (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და შეაჯამეს პროექტის მიღწეული შედეგები როგორც სამშენებლო, ასევე პროფესიული განათლების სექტორში.

კოლეჯის „კონსტრუქტ 2“ მენეჯმენტმა და მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს პროექტის „ჰაუსმასტერ 3“ ფარგლებში შექმნილი პროგრამას „შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოები“.

პროგრამა ეფუძნება გერმანულ გამოცდილებას და მოიცავს შემდეგ მოდულებს: შენობა-ნაგებობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ტექნიკური შემოწმება; საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები; საწარმოო პრაქტიკა; გაცნობითი პრაქტიკა; კომუნიკაცია; მეწარმეობა; უცხო ენა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიასა და იდეების გაზიარებას შემდეგ თემებზე:პროექტის შედეგების გავრცობა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ახლად შექმნილი პროგრამის და ე.წ. ჰაუსმასტერის“ პროფესიის პოპულარიზაცია. მონაწილეები იმუშავებენ ხუთ ქვე–ჯგუფად: ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება, პროფესიული განათლების კოლეჯები, ბიზნეს სექტორი/დამსაქმებლები, მოსახლეობა.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3) ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“  (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს  ტექნიკური მომსახურების  სფეროში ახალი სერვისებისა  და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“პროფესიის დანერგვას საქართველოში.

2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათის“
”ახლა უკვე მაქვს სამსახური და კარგი სამუშაო გარემო, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია” მაკა ჯოხარიძე, ამჟამად თელავში, “Corso Italy”-ში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. ძალიან მცირე სამუშაო
21 ივნისს, კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების  ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი
Skip to content