პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი!“ შემაჯამებელი ღონისძიება

2018 წლის 7 დეკემბერს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის (IWO e.V.,EDEC,CHCA) ინიციატივით პროექტის – „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი!“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გადამზადებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე მოამზადებს ჰაუსმაისტერებს დევნილთა ჩასახლებებისთვის.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქუთაისის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილთა ჩასახლებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები.

ღონისძიებაზე პროექტის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ იმსჯელეს ჰაუსმასტერების დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივებზე საქართველოში, დასასრულს პროექტის ბენეფიციარებს გადაეცათ ჰაუსმასტერის პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პროექტმა „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ იძულებით გადადგილებულ ახალგაზრდებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა.

30-მა ახალგაზრდამ გადამზადების კურსი გაიარა და ჰაუსმასტერის პროფესიას დაეუფლა. პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას გაეცნენ.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ ახორცილებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content