პროფესიული განვითარების ცენტრების კონცეფციის გაცნობა

29 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის სამდონიანი პროფესიული განვითარების ცენტრების კონცეფციის გაცნობა.

შეხვედრას პარტნიორი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” უფროსმა მენეჯერმა იურგენ ჰოგეფორსტერმა და პროექტის მენეჯერმა კრისტიან ვილდტმა ისაუბრეს სამდონიანი პროფესიული განვითარების ცენტრების დიზაინსა და სტრუქტურაზე, მათი განვითარების როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოში.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC), ჰანზა პარლამენტი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

„საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. –
2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი
„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება  არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“ ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის
Skip to content