პროფესიული პროგრამა „გაყიდვები და სერვის +“ 9 პირმა გაიარა

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა „გაყიდვები და სერვის +“ 9 პირმა უკვე გაიარა.

300 საათიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკურ ნაწილს. მონაწილეებმა თეორიული სწავლება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული – სავაჭრო ქსელ „ჯიბეში“ გაიარეს.

პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, სერტიფიცირების გამოცდის გავლის შემდეგ, სერტიფიკატები გადაეცემათ.

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები სტაჟირების 3 თვიან კურსს სავაჭრო ქსელ „ჯიბეში“ გაივლიან.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content