პროფესიული პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული მონაწილე

ბათუმში მცხოვრები თეა კაკაბაძე ამჟამად სასტუმრო ჰილტონის ფინანსურ განყოფილებაში, ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე სტაჟირებას გადის.

თეამ, სულ რამდენიმე თვის წინ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ახალი პროფესიის შეძენის და დასაქმების მიზნით მიმართა.  EDEC–ის დასაქმების კონსულტანტმა შეაფასა მისი უნარები და ინტერესები, რომლის საფუძველზე, სპეციალურად მისთვის, შეიქმნა ფინანსური ასისტენტის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა.  პროგრამის ფარგლებში თეამ ბათუმში სასტუმრო ჰილტონის ბაზაზე გაიარა 200 საათიანი სასწავლი კურსი, რომელიც მოიცავდა სამუშაოზე მიმაგრებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. ამჟამად 120 საათიან ანაზღაურებად სტაჟირებას ამავე სასტუმროში გადის.

„პროგრამის შესახებ მეგობრისგან გავიგე. როდესაც მეტი ინფრომაცია მოვიძიე, მივხვდი, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გამეშვა. დიდი ხანია საბუღალტრო საქმე მაინტერესებს. მეგობრებთან საუბრისას რამდენჯერმე  აღვნიშნე, რომ ფინანსური მიმართულებით სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ამ საუბარს ყოველთვის მოჰყვებოდა პროფესიის სირთულეების განხილვა  და სიმართლე გითხრათ ამის გამო თავს ვიკავებდი. საბოლოოდ მივხვდი რომ თუ სურვილი და საკმარისი ნებისყოფა გაქვს, ყველაფრის სწავლა შესაძლებელია“ – აღნიშნავს თეა.

ფინანსური ასისტენტის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (EAARA) ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა” ქვეპროგრამა „შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“ სატრენინგო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში განახორციელა.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content