ჟანა ქარელი დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის მონაწილე

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დუალურ პროფესიულ პროგრამაზე დასწრებამ
ჟანა ქარელის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა.

ჟანამ მეგობრის რჩევით მიიღო პროგრამაში მონაწილეობა. საბავშვო
ბაღის აღმზრდელის კურსზე მოსახვედრად გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა და 23 წლის
ასაკში მან საკუთარი საქმიანობა უსაყვარლეს ბავშვებს დაუკავშირა. პროგრამის ფარგლებში
მან მიიღო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, წარმატებით გაიარა სტაჟირების ეტაპი
და დღეს უკვე გორში მეცნიერებათა სკოლაში საბავშვო ბაღს აღმზრდელად მუშაობს.

გარდა ამისა, ჟანამ 2019 წელს დაწყებითი განათლების პედაგოგიური
ფაკულტეტი დაამთავრა. პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარა წარმატებაში.

ბავშვებთან ურთიერთობა რთულია და დიდ მოთმინებას საჭიროებს, თუმცა
მე არ გამრთულებია, ჩემი პროფესიაც დამეხმარა ამაში. დუალური პროფესიული განათლების
სასწავლო პროგრამამ მომცა შესაძლებლობა უშუალოდ პატარებთან მქონდეს ურთიერთობა, რაც
სულ სხვა გამოცდილებაა. პრაქტიკის დროს თავადაც სწავლობ ბევრ რამეს ბავშვებიდან.

ჟანასთვის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა საინტერესო შესაძლებლობაა
საკუთარ პროფესიაში იყოს დასაქმებული, წარმატებული და კვალიფიკაციური აღმზრდელი.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო
პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის
საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content