ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

9 ივნისს, ქალაქ თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გაშუქების სტანდარტის გაუმჯობესება, მათი უნიკალური შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება წარმოადგენდა.

კონკურსის ფარგლებში ჟურნალისტებს თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენა 4 კატეგორიაში შეეძლოთ: 1. სატელევიზიო გადაცემა 2. რადიოგადაცემა 3. სტატია ბეჭდურ პრესაში 4. ონლაინ მედიაპროდუქტი

9 თვის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 37–მა ჟურნალისტმა 77 ნამუშევარი წარმოადგინა. საკონკურსო ნამუშევრები ხუთი მედიაექსპერტით დაკომპლექტებულმა კომისიამ განიხილა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა:

  • გიორგი გვიშიანი (რუსთავი 2) და ანა მეზვრიშვილი (1 არხი) – სატელევიზიო გადაცემა
  • თეონა ბექიშვილი (ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge) – ონლაინ მედიაპროდუქტი
  • ივეტა წიტაიშვილი (ჟურნალი “ლიბერალი”) – სტატია ბეჭდურ პრესაში

 

სამწუხაროდ, კომისიამ რადიოგადაცემის კატეგორიაში ვერ გამოავლინა გამარჯვებული. სამაგიეროდ სატელევიზიო გადაცემის კატეგორიაში თანაბარი შეფასება დაიმსახურა ორმა ნამუშევარმა. შესაბამისად, კატეგორიაში დასახელდა ორი გამარჯვებული.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან ოტავა–98” ერთად,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content