რეგიონული ჰაბების მე-3 სამუშაო შეხვედრა

5 დეკემბერს, პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში რეგიონული ჰაბების მე-3 სამუშო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის სამუშაო თემები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა წარმოადგინა.

ჰაბები გაეცვნენ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და ჟურნალისტთა კონკურსს, რომელიც თითოეულ რეგიონში იმ ჟურნალისტის გამოვლენას გულისხმობს, რომელიც 2018 წლის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს რეგულარულად აშუქებდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეროვნული კონფერენციის კონცეფცია, რომელიც 2019 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content