როგორ ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს მომავალი არქიტექტორი

გორში მცხოვრები 21 წლის თამუნა მაისურაძე ერთ–ერთია იმ 30 ახალგაზრდას შორის, რომლებმაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილ პროექტში „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს“ მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC)  შიდა ქართლსა და სამეგრელოში განახორციელა, COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ თანატოლთა განათლების პროგრამის დანერგვას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამუნა თანატოლთა განათლების ტრენინგებს დაესწრო, გაიღრმავა ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები და COVID-19 ვირუსის პრევენცია. მიღებული ცოდნა თანატოლგანმანათლებლებმა სხვადასხვა ღონისძებების, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრების გზით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარეს.

“გენდერული თანასწორობა და სტერეოტიპები ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საკითხი იყო ტრენინგზე განხილულ თემებს შორის. ვსწავლობ არქიტექტურას და სამშენებლო მიმართულება მაინტერესებს, რაც, ალბათ დამეთანხმებით, კიდევ ერთი “კაცის პროფესიაა”. ტრენინგი სწორედ მსგავსი გენდერული სტერეოტიპების ნგრევას ისახავდა მიზნად ახალგაზრდების ინფორმირებითა და გაძლიერებით” – ამბობს ახალგაზრდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თამუნამ გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ჩატარდა.  პროექტს “მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC” და სამშენებლო კომპანია “ანაგი” ახორციელებენ.

ამჟამად მომავალი არქიტექტორი კომპანია “ანაგის” სამშენებლო ობიექტებზე სტაჟირებას გადის, სამშენებლო ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლს სწავლობს და საკუთარი წარმატების ისტორიით წვლილი შეაქვს გენდერული სტერეოტიპების ნგრევაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content