როგორ გახდა მაია ხვიჩავა წარმატებული ფიზიკური თერაპევტი ზუგდიდში

ზუგდიდში მცხოვრები მაია ხვიჩავა წარმატებული ფიზიკური თერაპევტია. მაიამ 2020 წელს მონაწილეობა მიიღო ზოგადი მასაჟის დუალური განათლების სასწავლო პროგრამაში, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში განახორციელა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიას მასაჟისტის პროფესიით არაერთი ტრენინგი ჰქონდა გავლილი, როდესაც მეგობრისგან კურსის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა კვალიფიკაცია აემაღლებინა და აქტიურად ჩაერთო სასწავლო პროგრამაში. თეორიული ნაწილის ათვისების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას ზუგდიდის რეაბილიტაციის ცენტრში “თანაზიარი”. სტაჟირების დასრულების შემდეგ, მაია ამავე ცენტრში დასაქმდა. მას, როგორც პროგრამის ერთ–ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარიც გადაეცა.

“მართალია, მასაჟისტის პროფესია ყოველთვის მაინტერესებდა, არ მქონია სამუშაო გამოცდილება. ეს პროგრამა  სწორედ ამ ბარიერის გადალახვაში დამეხმარა, რადგან თეორიულ განათლებასთან ერთად სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც მომცა. კიდევ ერთი ღირებული რამ, რაც ამ კურსმა შემძინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილებაა. არ ვიცოდი როგორ უნდა მოვპყრობოდი ასეთ პაციენტებს, დღეს კი თავისუფლად შემიძლია მოვემსახურო ცერებრალური დამბლის და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს,” – აღნიშნავს თერაპევტი.

მაია სამომავლოდ ფიზიკური თერაპიის მიმართულებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებასაც გეგმავს. სულ ცოტა ხნის წინ, მან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს“ ფარგლებში,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ორგანიზებულ მცირე და მიკრო ბიზნესის მართვის საკითხებზე ონლაინ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ზოგადი მასაჟის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, აღნიშნული პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content