როგორ დაეხმარა ტრენინგი დამწყებ მეწარმეს სამეწარმეო უნარების განვითარებაში

27 წლის გვანცა თოდუა ზუგდიდში რეაბილიტაციის ცენტრში ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე მუშაობს და პარალელურად თაფლის წარმოების მიმართულებით საოჯახო ბიზნესის განვითარებას გეგმავს. 

გვანცამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს“ ფარგლებში,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ორგანიზებულ მცირე და მიკრო ბიზნესის მართვის საკითხებზე ონლაინ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.  

“ტრენინგი ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა რომ მაქვს საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსები, არ ვფლობდი ინფორმაციას თუ როგორ დამერეგისტრირებინა ჩემი ბიზნესი, რა იყო საჭირო მცირე საწარმოს ამუშავებისთვის ან როგორ შემეძლო წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. სწორედ ამ საკითხებს მოიცავდა ტრენინგის მოდულები,” – აღნიშნავს გვანცა.

ტრენინგი, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალებისთვის მეწარმეული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში ჩატარდა. მასში 44–მა ახალგაზრდა ქალმა მიიღო მონაწილეობა. 

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content