რუსთავში ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ქვემო ქართლის მხარეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

პროექტი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის ფარგლებში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორს გააძლიეროს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა და შექმნას ადგილობრივ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

 

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content