საანგარიშგებო შეხვედრა ბაღდათში

2023 წლის 21 ივნისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლაში , მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვასა და დაგეგმვას მიეძღვნა.
მოსახლეობის ფორუმის ორგანიზებას წინ უძღვოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა მომზადება ფორუმის საორგანიზაციო და ფასილიტაციის ტექნიკებში.
 ღონისძიების მსვლელობაში 100–ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროგრამები და წარადგინა წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობის ფორუმის სამუშაო მიმართულებები იყო: ინფრასტრუქტურა, კულტურა და ხელოვნება, განათლება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმის განვითარება და მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თავდაცვა, სოციალური საკითხები, სპორტი, ახალგაზრდობა.
 ფორუმის დასრულებისთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მოამზადებს რეკომენდაციების დოკუმენტს და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოეწყობა საანგარიშგებო ფორუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს გააცნობს.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content