საგზაო უსაფრთხოებაზე ქუთაისში კონფერენცია გაიმართა

10 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „საგზაო უსაფრთხოებისთვის“. კონფერენციის მიზანი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდა ლიდერების ხედვების წარდგენაა.

კონფერენციის სტუმრებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ბაქარ აქუბარდია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი მიესალმენ.

კონფერენციის ფარგლებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მირზა ხიდაშელმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ისაუბრა. ქუთაისში ტრანსპორტთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ირაკლი ცხვედიანმა, ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ისაუბრა.

კონფერენცია გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. საგზაო უსაფრთხოების კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება. 2019 წელს იგი 6 –12 მაისს იმართება. წელს კვირეულის მთავარი გზავნილია „გადაარჩინე სიცოცხლე – #ხმააიმაღლე #speakup“. გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 – ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეულს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებმა ქუთაისიდან საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები გაიარეს და ქალაქ ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურა შეისწავლეს. მიღებული ცოდნა კი საბავშვო ბაღებში და სკოლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე ბაღის აღსაზრდელებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს.

ინიციატივას კამპანია მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content