საგურამოს დღის ცენტრის ბენეფიციარები „თბილისი მოლში” კინოთეატრ „კავეას” ესტუმრნენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები „თბილისი მოლში” კინოთეატრ კავეას” ესტუმრნენ.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ფილმი „პოკემონი”: დეტექტივი პიკაჩუ” ნახეს. გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციერებმა ასევე კონტაქტური ზოოპარკი „ზოოტოპია” მოინახულეს.

მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის კომპანიებს მასპინძლობისთვის.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content