28 დეკემბერს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრმა „იალონი“ ცენტრის მეგობრები ერთად შეკრიბა, გასული წელი შეაჯამა, მეგობრებს სამომავლო გეგმები გააცნო და ინტეგრირებული ღონისძიებით სტუმრების საახალწლო განწყობაზეც იზრუნა.
დღე კიდევ უფრო გაალამაზა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, „m²-სა” და „ზედაზენის” მიერ ბენეფიციარებისათვის გადაცემულმა საჩუქრებმა.
ღონისძიების დასასრულს ცენტრის მეგობრებს სამადლობელი წერილები გადაეცათ.