საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში ,,იალონი” სააღდგომო გამოფენა/გაყიდვა გაიმართა

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში ,,იალონი” სააღდგომო გამოფენა/გაყიდვა გაიმართა, რომელზეც  ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წარმომადგენლები, სსიპ–სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი და სოციალური მუშაკები იყვნენ მოწვეულნი.

გამოფენას ასევე დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეთა მშობლები, მეგობრები და ადგილობრივი თემის წევრები ესწრებოდნენ.

სააღდგომო სამზადისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებული ყველა დღის ცენტრი ჩაერთო. პედაგოგებმა სერვისით მოსარგებლეებთან ერთად სხვადასხვა სააღდგომო სიმბოლოები დაამზადეს და კვერცხები წითლად შეღებეს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content