საზაფხულო თემატური სკოლა „ბუნების გულშემატკივრები” გაიხსნა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეკოლოგიური თემატიკის საზაფხულო სკოლა ბუნების გულშემატკივრები“ გაიხსნა.

თემატურ სკოლაში ბავშვები სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ კურსს გაივლიან, აიმაღლებენ ცნობიერებას ნარჩენების მართვის საკითხებში და გამოიმუშავებენ ნარჩენებთან ურთიერთობის საბაზისო უნარებს.

5 დღის განმავლობაში პატარები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ნარჩენების წარმოქმნა, მისი გადამუშვება და კომპოსტირება.

თემატური სკოლა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content