საინტერესო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის გრძელდება

ამჯერად მუსიკის მოხალისე პედაგოგმა ნინო გედენიძემ ბავშვებს ქართველი
კომპოზიტორი, დირიჟორი, მომღერალი ჯანსუღ კახიძე გააცნო. შეხვედრა განსაკუთრებით სახალისო  ქართული მულტფილმის – „საზამთროს“ განხილვამ გახადა,
რომელიც მუსიკალურად ჯანსუღ კახიძის მიერ არის გაფორმებული.

პედაგოგი ბავშვებს დირიჟორის და კომპოზიტორის მნიშვნელობის შესახებაც
ესაუბრა და მათ შემდეგი შეხვედრისთვის მოსამზადებლად დავალება მისცა, მეტი ინფორმაცია
მოიძიონ ჯანსუღ კახიძის შესახებ.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს, როგორც შემეცნებითი უნარების განვითარებას,
ასევე თვითიზოლაციის პერიოდში დადებითი განწყობების შექმნას.

მადლობა ნინოს, რომელმაც საინტერესო და შემეცნებითი გახადა ბავშვებისთვის
მუსთერაპიის აქტივობა!

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content