საინფორმაციო შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ობიექტების წარმომადგენლებთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ქუთაისში მდებარე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ობიექტების წარმომადგენლებთან.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ,,სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!“(ისწავლე დასაქმებისთვის) შესახებ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას პროექტის ერთ–ერთ სამიზნე ჯგუფთან, დევნილ ოჯახებთან.
პროექტის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები: გაივლიან პროფესიული მომზადების/ან გადამზადების კურსს; ჩაერთვებიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში; გაიავლიან უფასო ტრენინგს CV–ის მომზადებისა და სამუშაოს ძიების ტექნიკების შესახებ; შეძლებენ მოიძიონ მათთვის საინტერესო სამსახური და დასაქმდნენ კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის დახმარებით.
შეხვედრაზე მოწვეულმა პირებმა პროექტის მიმართ გამოხატეს დიდი დაინტერესება, გამოთქვეს მზაობა, თავადაც ისარგებლონ საჭიროების მიხედვით არსებული სერვისებით და ინფორმაცია გააცნონ დასახლებაში მცხოვრებ სხვა დევნილ ოჯახებსაც.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content