საინფორმაციო შეხვედრა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-თან

2022 წლის 14 აპრილს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა  პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ და სამუშაოს მაძიებელ პირებთან. შეხვედრას უძღვებოდა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის ადამიანური  რესურსების მართვის მენეჯერი მარიამ სხილაძე, რომელმაც შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული კოლეჯის, მისი პარტნიორების და მიმდინარე პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე მიმოიხილეს კონსტრუქტ2-ის პროფესიული მომზადების 11 პროგრამა სამშენებლო მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები-„შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები “, „თაბაშირ–მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი“, „კომპიუტერული ქსელი და სისტემები”-როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული სასწავლო გეგმით.

შეხვედრის დამსწრეებს გააცნეს აღნიშნულ პროგრამებზე მიღების და რეგისტრაციის პროცედურები, კოლეჯის შიდა ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პერსპექტივები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content