საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროექტის მიზნებისა მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. პროექტის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული საპილოტე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან სოციალური მეწარმეობის კურსში, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტური სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსში.

პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის საქმიანობები იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საპილოტედ შერჩეულ შემდეგ ოთხ პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “პროფესიული განათლების ცენტრი”; ააიპ კოლეჯი “იბერია”; ააიპ სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”; ააიპ კოლეჯი “განთიადი”.

პროექტის ფარგლებში სულ 10 სოციალური საწარმო დაფინანსდება, პროექტი მხარს დაუჭერს დაარსებული საწარმოს განვითარებას მენტორთა და ექსპერტთა ჩართულობით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content