2024 წლის 16 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “კონსტრუქტ2” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროექტის მიზნებისა მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. პროექტის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული საპილოტე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან სოციალური მეწარმეობის კურსში, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტური სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსში.
შეხვედრაზე ასევე Childfund Deutschland E.V, (გერმანია)-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დაათვალიერეს კოლეჯის ტერიტორია, არსებული ინფრასტრუქტურა და გაეცვნენ პროფესიული სასწავლებლის საქმიანობას.
პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ახორციელებს.
პროექტის საქმიანობები იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საპილოტედ შერჩეულ შემდეგ ოთხ პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “პროფესიული განათლების ცენტრი”; ააიპ კოლეჯი “იბერია”; ააიპ სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”; ააიპ კოლეჯი “განთიადი”.
პროექტის ფარგლებში სულ 10 სოციალური საწარმო დაფინანსდება, პროექტი მხარს დაუჭერს დაარსებული საწარმოს განვითარებას მენტორთა და ექსპერტთა ჩართულობით.