საინფორმაციო შეხვედრა – სოფელ დიმის და როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

PITA-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა თამარ გველესიანმა და მარიამ ენდელაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის და როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართეს საინფორმაციო შეხვედრა მედია წიგნიერებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენერთა ტრენინგის გადამზადებული ახალგაზრდები, იმერეთის რეგიონის სოფლებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან და მათ მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ.
შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content