მზარეულის პროფესიული კურსის თეორიული ნაწილი საინტერესო და გამორჩეულ
შეფ-მზარეულებთან შეხვედრასაც მოიცავდა, მეგრული კერძების თავისებურებაზე, სანელებლების
გამოყენებასა და კლასიფიკაციაზე ლექცია კურსის მონაწილეებს ტელე შოუ ,,ჩემი სამზარეულოს
წესების“ ფინალისტმა და აჯიკა
,,უკეთესის“ მწარმოებელმა მაია კალანდიამ ჩაუტარა.
კიდევ ერთი გამორჩეული ონლაინ სტუმარი საქართველოს გასტრონომიის
ასოციაციის პრეზიდენტი დალილა ცატავა იყო, რომელმაც კულინარიის ხელოვნებაზე ისაუბრა.
თეორიული კურსის დასასრულს, სასწავლო ვიზიტი სასტუმრო ,,გარდენ
პალასის“ რესტორნის სამზარეულოში მოეწყო, სადაც მონაწილეები შეფ-მზარეულსა და სუ-შეფს
შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი სამზარეულოს სტანდარტული განლაგების და ტექნიკური აღჭურვილობის
გამოყენების წესების გაცნობა იყო.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების
განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით
დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.