სამეგრელოში, მოცვის კულტურის აგრო–კონსულტანტის მონაწილეებისთვის, საველე სამუშაოები ჩატარდა

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში, მოცვის კულტურის აგრო–კონსულტანტის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების კურსის მონაწილეებისთვის, საველე სამუშაოები ჩატარდა.

საველე სამუშაოები სოფელ ნარაზენში ნურზგენ ნარსიას მიწის ნაკვეთზე ჩატარდა. მასში ჩართული იყო 6 მომავალი აგრო-კონსულტანტი, რომლებსაც კურატორობას გამოცდილი აგრონომი უწევდა.

სამუშაოების ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებმა მოცვის ბაღი და მისი ირიგაციის სისტემის არეალი დაგეგმეს. მათ ასევე რეკომენდაცია გაუწიეს ფერმერს ბაღისა და ირიგაციის სისტემის სწორად დაგეგმარებასთან დაკავშირებით.

პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ (GBGA), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული კურსის ჩატარებას ზუგდიდში არსებულ სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრში ,,AGROსახლი”. გარდა ამისა, ასოციაციაციის ბაღებში, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში მდებარეობს, მიმდინარეობს კურსის მონაწილეების პრაქტიკული სწავლება.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ასოციაციის ბაღებში 3–თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content