სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

ზუგდიდის ტექნოპარკში 11 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში ოცამდე ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ ორგანიზაციების საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც სამომავლოდ მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.

ფორუმის მონაწილეები ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ გაეცნენ და მოხალისედ დარეგისტრირდნენ. „დროის ბანკის“ ვიქტორინის ფარგლებში არაერთი პრიზი გათამაშდა. ვიქტორინის შეკითხვები საქართველოში მოხალისეობის კულტურას უკავშირდებოდა. ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მოხალისეობის შესახებ ვიქტორინა გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია რეგიონული ჰაბის „ასოციაცია ათინათი” მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content