სამედიცინო ცენტრმა „აილაინმა“ ქუთაისის დღის ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ აღსაზრდელებისთვის სამედიცინო ცენტრმა „აილაინმა“ მართლაც ჯადოსნური გახადა.

ბავშვებს თავიანთ სივრცეში ზღაპრის გმირებთან ერთად უმასპინძლეს. მხიარულებასთან ერთად, მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ კონსულტაციები მიიღეს და თანამედროვე აპარატურით ჩაუტარდათ ოფთალმოლოგიური კვლევა.

ასევე, დღის ცენტრის 30 ბავშვს და მათ მშობლებს „აილაინის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ, რომლის გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში, მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგებისგან მიიღონ კონსულტაციები და ისარგებლობენ თვალის დიაგნოსტიკური სერვისით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content