სამეწარმეო სკოლამ ზუგდიდში სტარტი აიღო

სამეწარმეო სკოლამ ზუგდიდში სტარტი აიღო. დღეიდან 1 თვის განმავლობაში 20 ახალგაზრდა სამეგრელოს რეგიონიდან სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარებს გაიძლიერებს.

სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელები ზოგადი მენეჯმენტის და ბიზნესის დაგეგმვის. მარკეტინგის, რესურსებისა და ფონდების მოძიების, ფინანსური მართვის, ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ტრენინგებს გაივლიან.

სამეწარმეო სკოლის მსმენელები თავიანთი ბიზნესიდეების დასახვეწად ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.

სამეწარმეო სკოლა ზუგდიდში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content