სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულმა, სოფო ნოზაძემ ,,ფოშ ბარი“ პარტნიორთან ერთად გორში სულ ახლახანს გახსნა

ახალი სივრცე ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის დაუვიწყარ გემოებს
შექმნის – ბურგერებს, სპეციალური სოუსებითა და მენიუთი, სენდვიჩებს, ვრაპებს, სხვადასხვა
სალათებსა და კოქტეილებს.

,,სამეწარმეო სკოლის გუნდი დღემდე აქტიურად მიდგას მხარში, მათთან
ერთად, მათი კონსულტაციებით დამუშავდა ,,ფოშ ბარის“ ბიზნეს გეგმა. ყველაზე მთავარი
მხარდაჭერა ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმესთვის მენტორის დაქირავება გახლდათ. ჩემი
მენტორი გამოცდილი შეფ მზარეული საბა იჩქიტიძე იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაგვეხმარა
და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაგვიზიარა.

ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამა პროექტის–„ევროკავშირი
ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას
ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content